ქართველი რეკორდსმენი – ირაკლი ვეკუა


2010 წლის 29 სექტემბერს თბილისში, ვერის პარკში 21 წლის ირაკლი ვეკუამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როდესაც ერთი წუთისა და 30 წამის განმავლობაში 244-ჯერ აიზიდა.

Advertisements

ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას სიტყვით გამოსვლა სოხუმში

Векуа Михаил. Di quella pira. Стретта Манрико. Vekua Mikhail

ანდრო ვეკუა – ქართველი ხელოვანი

Andro Vekua (born 1977) is an artist based in Zurich.
Vekua was born in Sokhumi, Georgia. His work encompasses painting, collage, drawing, installation, sculpture and film.
Selected exhibitions
2010
Skin Fruit: Selections from the Dakis Joannou Collection, New Museum, New York, cur. Jeff Koons [1]
Abstract Resistance, Walker Art Center, Minneapolis, cur. Yasmil Raymond
Contemplating the Void: Interventions in the Guggenheim Museum, Solomon R. Guggenheim Museum, New York, cur. Nancy Spector
1995, Gladstone Gallery, Brussels (solo show)
2009
Workshop Report, Wiels, Brussels, cur. Dirk Snauwaert (solo show)
28. August, Galerie Peter Kilchmann, Zurich (solo show)
Workshop Report, Museion, Bolzano, cur. Letizia Ragaglia (solo show)
A GUEST + A HOST = A GHOST, Deste Foundation, Athens
2008
My Bike and Your Swamp, Camden Art Center, London (solo show)
My Bike and Your Swamp, Hallen Haarlem, Haarlem, cur. Xander Karskens (solo show)
Sunset, Le Magasin CNAC, Grenoble, cur. Yves Aupetitallot (solo show)
Expenditure, Busan Biennale, Korea, cur. Tom Morton
Life on Mars, the 2008 Carnegie International, cur. Douglas Fogle
Blue Mirror , Gladstone Gallery, New York (solo show)
Fractured Figure , Deste Foundation, Athens
2007
Interlude, Galerie Peter Kilchmann, Zurich (solo show)
The Hydra Workshops, Hydra, cur. Sadie Coles (solo show)
Wait to Wait, Museum Boijmans van Beuningen, Rotterdam, cur. Rein Wolfs (solo show)
Everyday is Saturday, Tbilisi Center for Contemporary Art, Tbilisi, cur. Daniel Baumann
2006
I’m sorry if I’m not very funny tonights, Kunstmuseum Winterthur, cur. Dieter Schwarz (solo show)
Printemps de Septembre, Toulouse, cur. Mirjam Varadinis
Without Mirror, Gladstone Gallery, New York (solo show)
Of Mouse and Men, 4. Berlin Biennale, Berlin, cur. Maurizio Cattelan, Massimiliano Gioni, Ali Subotnick
2005
Expanded Painting, Prague Biennale 2, cur. Helena Kontova & Giancarlo Politi
Lively Memories, Plattform, Berlin, cur. Aurélie Voltz
Del Rio, Shirana Shahbazi & Andro Vekua, Zimmerfrei, Lugano, cur. Giovanni Carmine
2004
That would have been wonderful, Neue Kunst Halle St. Gallen, St. Gallen, cur. Gianni Jetzer (solo show)
Punktleuchten, Hotel 3 Könige, Basel, cur. Klaus Littmann
Fürchte Dich, Helmhaus Zürich, Zurich, cur. Gianni Jetzer & Simon Maurer
Emotion Eins, Frankfurter Kunstverein, Frankfurt, cur. Nicolaus Schafhausen
Monographs and Artist’s Books
Andro Vekua / Ketuta Alexi: Anywhere Anyhow, PamBook, Melbourne, Australia, 2009
Andro Vekua / Boris Groys: Wait to Wait, Christoph Keller Editions, JRP Ringier, Zurich, 2009
Andro Vekua: Workshop Report, Walther König Verlag, Köln, 2009,
Andro Vekua: If there ever was one, Kunstmuseum Winterthur, JRP-Ringier, 2006
Andro Vekua: That Would Have Been Wonderful, Patrick Frey Verlag, 2005
Andro Vekua: The Hydra Workshops, Sadie Coles, London, 2007
Andro Vekua: Shadows on the Facade, Nieves, Zurich, 2007
Andro Vekua: …no one was there, she did not know it…, Nieves, Zurich, 2005
Andro Vekua / Rita Ackermann : Chapter 3, Nieves, Zurich, 2005
Andro Vekua / Rita Ackermann : Chapter 2, Nieves, Zurich, 2003
Public Collections
Centre Pompidou – Musée National d´Art Moderne, Paris
Museum Boijmans Van Beuningen, Rotterdam
Kunsthaus Zürich, Zurich
Albright-Knox Art Gallery, Buffalo, NY
Walker Art Center, Minneapolis
Solomon R. Guggenheim Museum, New York
MoMA – Museum of Modern Art, New York
San Francisco Museum of Modern Art – SFMOMA, San Francisco

ვლადიმერ (ვოვა) ვეკუა – საქართველო და თავისუფლება

მე არ მღლის ჩემი სამშობლოს ტრფობა,
სისხლი ძარღვებში დუღს.
ვერა, ვერ ბორკავს სულს სინანული,
მგზნებარე სიტყვა ჰქუხს.
დღეს ვერა მღერის ბულბული ჩვენი,
საამო ჰანგი სდუმს,
გასცქერის სევდის მარადისობას,
თავისუფლება სურს.
საქართველო და თავისუფლება!
გესმის? რა კარგად ჟღერს!
წმინდა სამების მადლი მოეცხოს
ჩვენს განაწამებ ერს.
რად მოიდრიკე, ვაჟკაცო, ქედი,
გესმის, ჰოროლი სცემს,
სპათა სულები აღმდგარან მკვდრეთით,
შლიან ჩვენს დროშას, დროშას ჩალისფერს…
ჯვარი მიგვიყვანს სასუფევლამდე,
ხელი-ხელს, გული-გულს,
კოლხ-იბერებო, ხორუმი ჩქარა!
-ხმალი ქარქაშში სწუხს…
საქართველო და თავისუფლება!
გესმით? რა კარგად ჟღერს,
წმინდა სამების მადლი მოეცხოს
ჩვენს განაწამებ ერს!

1987

კირილე ვეკუა

კირილე ვეკუა (დ. 4 მაისი/17 მაისი, 1891, სოფ. ახუთი, ზუგდიდის მაზრა (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი) — გ. 28 ივნისი, 1968, ბერლინი), ქართველი ქიმიკოსი.

დაიბადა სოფელ ახუთში, მღვდლის — მოსე (კონონ) ვეკუას და მზეხა (ევდუკი) გოგუას ოჯახში.

მას ჰყავდა უფროსი ძმები: ვლადიმერი და აკაკი. ვლადიმერი იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების აქტიური წევრი და სამეგრელოში ქართული ფოლკლორის უამრავი ნიმუში შეაგროვა. გარდაიცვალა 1945 წელს; აკაკი იყო ქუთაისში ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი. გარდაიცვალა 1964 წელს.

რაც შეეხება კირილეს, მან 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; მერე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დროს, იყო სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წელს, კ. ვეკუა დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1922 წლის 10 ოქტომბერს იგი სამუდამოდ გააძევეს საქართველოდან 62 სხვა პატრიოტთან ერთად. მათ შორის იყო შემდგომში დიდი ქართველი მეცნიერი კალისტრატე სალიაც.

1922 წლის დეკემბერში კ. ვეკუა ბერლინში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდა.

1924 წელს მან სწავლა დაიწყო გეტინგენის უნივერსიტეტში. შემდეგ გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით.

1935-1941 წლებში იგი მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში ხელოვნურ ნივთიერებათა და საღებავთა დარგში პროფესორ უბბელოჰდეს ხელმძღვანელობით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ დაუტოვებია ბერლინი და აქ იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების მიერ ბერლინის აღების დროსაც (1945 წლის მაისი). ომის შემდეგ მან განაგრძო მუშაობა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც გახსნა საღებავთა ლაბორატორია. აქ მუშაობდა იგი პენსიაზე გასვლამდე, ანუ 65 წლის ასაკის მიღწევამდე. მან გაზარდა გერმანელ ქიმიკოსთა არაერთი თაობა, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 25-ზე მეტი სადიპლომო და სადოქტორო ნაშრომი.

1966 წელს მას გერმანიის სამეცნიერო წრეებმა დიდი ზეიმი მოუწყვეს დაბადებიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად.

1966 წელს მან ევროპაში მივლინებით მყოფი ილია ვეკუას მეშვეობით მოახერხა თავის ძმისშვილებთან დაკავშირება და წერილებიც გამოუგზავნა.

1967 წლის ზაფხულში იგი საქართველოში ჩამოვიდა, მთელი საქართველო დაათვალიერა, რის შემდეგაც ისევ ბერლინში დაბრუნდა.

1968 წლის 28 ივნისს კ. ვეკუა ბერლინში გარდაიცვალა.

1989 წელს მისი არქივი საქართველოში ჩამოიტანა პროფ. გურამ შარაძემ და შესანახად ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) ჩააბარა.

ილია ვეკუა

ილია ნესტორის ძე ვეკუა (* 23 აპრილი, 6 მაისი, 1907, სოფ. შეშელეთი, გალის რაიონი ― † 2 დეკემბერი, 1977, თბილისი), ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი. ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათ აკადემიის (1958) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1946) აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი (1969). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1972-1977), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ილია ვეკუამ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ , 1925 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1930 წელს მან წარმატებით დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და რეკომენდაცია მიეცა ლენინგრადის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩარიცხვისათვის. ასპირანტურის გავლის შემდეგ, 1933 წელს, ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ის კითხულობდა ლექციებს თანამედროვე მათემატიკის მრავალ დარგში. ი. ვეკუა ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო სამეცნიერო სემინარებისა, სადაც საკუთარი შედეგების შესახებ ხშირად გამოდიოდა მოხსენებით. აქედან დაიწყო მისი მრავალმხრივი პედაგოგიური მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა.

1937 წელს ი. ვეკუამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “დრეკადი ტალღების გავრცელება უსასრულო ფენაში”. იმავე წელს აირჩიეს დოცენტად.

1939 წელს ი. ვეკუმ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნების კომპლექსური წარმოდგენა და მისი გამოყენება სასაზღვრო ამოცანების ამოხსნისათვის”. 1940 წელს იგი უკვე პროფესორია. 1940-1944 წლებში ი. ვეკუა უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი იყო.

1944 წელს ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს აკადემიკოსად აირჩიეს.

1944-1947 წლებში ი. ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, 1947-1951 წლებში – თსუ—ის უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 1948 წელს მან გამოაქვეყნა ფუნდამენტური მონოგრაფია “ელიფსურ განტოლებათა ამოხსნის ახალი მეთოდები”. ამ მონოგრაფიისათვის მას 1950 წელს სსრკ-ის სახელმწიფო და ლენინური (1963) პრემია მიეკუთვნა.

1951 წელს ი. ვეკუა მოსკოვში გადავიდა და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა. 1952 წელს იგი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის დიფერენციალური განტოლებების კათედრის პროფესორად აირჩიეს, სადაც 1959 წლამდე იმუშავა.

1958 წელს ი. ვეკუა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1959 წელს ი.ვეკუა ახალდაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა. იყო ჟურნალ “Сибирский математический журнал”-ის რედკოლეგიის წევრი. 1959-1961 წლებში-ჟურნალ “Вестник Академии наук СССР”- ის რედკოლეგიის წევრი , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ჰიდროდინამიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე და სხვ.

1964 წელს ი. ვეკუა თბილისში დაბრუნდა. მას პატივი ხვდა, ორჯერ ყოფილიყო უნივერსიტეტის რექტორი – 1953 წლის ივლისიდან იმავე წლის სექტემბრამდე და 1966 წლის აპრილიდან 1972 წლის აპრილამდე. უნივერსიტეტში მან განახორციელა მრავალი ღონისძიება: დააარსა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, კათედრა, კაბინეტი, 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობით აღიჭურვა. მის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ი. ვეკუა იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს ილია ვეკუას სახელი მიენიჭა.

1969 წელს, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ი. ვეკუას სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებული იყო 5 ლენინის ორდენით, “საპატიო ნიშნის” ორდენით და მედლებით

1972 წლის მაისში ი. ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს. ამ პოსტზე მან თავისი დიდი მასწავლებელი ნიკო მუსხელიშვილი შეცვალა.

ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.